'არისტოტელე'
(ძვ.წ 384-322)
არისტოტელე მერყეობდა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის. მისი ძირითადი ნაწარმოებებია "მეტაფიზიკა","ფიზიკა","ცხოველთა ნაწილების შესახებ","სულის შესახებ","ეთიკა","პოლიტიკა","რიტორიკა","პოეტიკა"...
სახელმწიფო
ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.
სახელმწიფოს გარეშე ადამიანი უბადრუკი და მდაბალი არსებაა.
სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ადამიანის უფლებები,კანონები და სამართლიანობა.
სახელმწიფოს გარეშე ადამიანი ვერ მოთოკავს ცხოველურ და სქესობრივ ინსტინქტებს და ველურ არსებად იქცევა,მით უმეტეს,რომ ადამიანს ინტელექტის გამოყენებაც შეუძლია ბოროტებისათვის!
იდეალური სახელმწიფოს მიზანია სიკეთე,ბედნიერება და მშვენიერება.
სახელმწიფო იქმნება არა ცხოვრებისათვის,არამედ ბედნიერი ცხოვრებისათვის.
სახელმწიფოში სათნოება უფრო უნდა ფასობდეს,ვიდრე-ფული.
სახელმწიფო უნდა იყოს არა უბრალო კავშირი,არამედ თავისუფალ ადამიანთა კავშირი.
სახელმწიფოს მოქალაქენი თავისუფალნი უნდა იყვნენ პირველი აუცილებლობის საგნებზე ზრუნვისაგან.
სახელმწიფოს მიზანია-თავისუფლება,თავისუფალი დრო და ზომიერება მოთხოვნილებებში.
სახელმწიფოს ტერიტორიის განფენილობა და პროდუქტიულობა უნდა იყოს ისეთი,რომ მის მოსახლეობას ჰქონდეს თავისუფალი დრო,დატკბეს თავისუფლებით და ამასთან ერთად დარჩეს ზომიერი თავის მოთხოვნილებებში.
ზომიერების დაცვაა საჭირო მოსახლეობის რაოდენობაშიც და ტერიტორიის სიდიდეშიც.
ადამიანი თავის დასრულებულობას სახელმწიფოში პოულობს.
სახელმწიფო წყობილებები
არისტოტელე ასახელებს და იხილავს სახელმწიფოს 3 ნორმალურ ფორმას:
მონარქიას,არისტოკრატიას და პოლიტიკას და 3 არანორმალურ(ნორმალურიდან გადახრის) ფორმას : ტირანიას,ოლიგარქიას და დემოკრატიას.
ნორმიდან გადახრილ ფორმებს სუსტი და არაჯანსაღი ორგანიზმი აქვთ და მათ მხედველობაში არა აქვთ საერთო სარგებლობა.
სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს საერთო და არა ვიღაცის პირად ინტერესებს.
საუკეთესო სახელმწიფო წყობაა ის,რომლის ორგანიზაციაც შესაძლებლობას აძლევს ყოველ ადამიანს,რათა ის მოიქცეს საუკეთესოდ და იცხოვროს ბედნიერად.
საუკეთესო სახელმწიფო წყობის მიზანია სიკეთე,ბედნიერება და მშვენიერება.
